მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BTU-მ ხელოვნური ინტელექტით დაწერილი წიგნი ქართულ ენაზე გამოსცა

641fffbe676a1
მარიამ იზორია
26.03.23 13:45
720
AI Books „ლურჯი ოკეანისა“ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ახალი წიგნი „თანამშრომელთა მოტივაცია“ გამოიცა.

„ძალიან მოხარული ვართ, რომ ხელოვნური ინტელექტით დაწერილი პირველი წიგნი - ქართულ ენაზე გამოვეცით“ - წერს BTU-ს დამფუძნებელი მიხეილ ბატიაშვილი „ფეისბუქ“ გვერდზე.

BM.GE დამატებითი დეტალების გასარკვევად უნივერსიტეტის წარმომადგენელს დაუკავშირდა.

როგორც BM.GE-ს BTU-ში განუმარტეს, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული წიგნების გამოცემა იანვრიდან დაიწყეს, რაც შეეხება ახალ წიგნს „თანამშრომელთა მოტივაცია“, 2000 ტირაჟით გამოიცა და მისი შეძენა „ბიბლუსის“ ქსელში იქნება შესაძლებელი.

„პროექტი AI Books იანვრიდან დავიწყეთ და რამდენიმე წიგნი უკვე გამოვეცით. „თანამშრომელთა მოტივაცია“ ბიბლუსის ქსელში გაიყიდება და მისი ღირებულება 11.95 ლარი იქნება. ტირაჟის რაოდენობა კი 2000-ია.

ყოველ თვე ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ახალი წიგნი გამოიცემა, მათ შორის იქნება წიგნები ბლოქჩეინის, ფინტექის შესახებ“ - აცხადებენ BTU-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები